пятница, 25 декабря 2009 г.

ხევსურეთი

1 .პროექტის სახელი: ხევსურეთი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან ხევსურეთის ბუნებას, ბუნების გავლენას მოსახლეობის ყოფით ცხოვრებაზე, ტრადიციასა და კულტურაზე.
3. პროექტის სრული აღწერა: მთის ცხოვრების განსხვავებული სტილი და ტრადიციები ყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნდა, სურვილი მქონდა უფრო ახლოს მენახა ის, რაც შორიდან ჩემში გაკვირვებას იწვევდა, სწორედ ეს იყო ჩემი და ჩემი მოსწავლეების ხევსურეთში გამგზავრების მიზანი.
ჩავედიტ ხევსურეთში და დავბინავდით კორშაში არაბულების ოჯახში, სწორედ ეს იყო ჩვენი მოგზაურობის პირველი უდიდესი გამართლება. აქვე მოვიძიეთ უამრავი მასალა მოსახლეობის ყოფით ცხოვრების და ტრადიციების შესახებ.
მეორე დღესვე მოვინახულეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი კორშაში, აქ მეგზურობა შოთა არაბულმა გაგვიწია, გვესაუბრა იქ განტავსებულ თითეულ ექსპონატის ისტორიის შესახებ.
კორშაში ინტერვიუ ჩავიწერეთ გ.ჭინჭარაულთან, რომელიც გვესაუბრა ტრადიციულ მედიცინის შესახებ, გარდა ამისა იმ სოფლებზე რომლებიც გაუკაცრიელდა. მის ხმაში ჩანდა უდიდესი გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით.
იმ დღესვე ავედით ბარისახოში დავათვალიერეთ სკოლა ინტერნატი, ძველი ციხის ნანგრევები, გავესაუბრეთ მოსახლეობას. უკან დაბრუნებისას სახლის ჭიშკართან ჩამომჯდარ ორ ბაბოს, რომლებიც გაფაციცებით წინდებს ქსოვდნენე ჩამოვართვით ინტერვიუ ხევსურულ ტანსაცმელსა და ქორწილის ტრადიციებზე.
მესამე დღეს გავემგზავრეთ გუდანში ფეხით კორშადან. მიუხედავად იმისა, რომ 9კმ. იყო . გზად იმხელა სიამოვნება მივიღეთ დაღლილობა არ გვიგვრძვნია. მიუყვებოდით არაგვის ხეობას და ვტკებობიდთ ბუნების სილამაზით. და აი გრძელი გზის შემდეგ გამოჩნდა სოფელი გუდანი ხევსურთა დასახლების თავდაპირველი კერა, სადაც მდებარეობს ხევსურეთის ძირითადი ჯვარი გუდანის საღმრთო. გავესაუბრეთ მოსახლეობას, მოვიძიეთ ფოტო და ვიდეო მასალა, გავეცანით ხატ-მიბარების წესსა და ტრადიციებს. აქვე ვნახეთ ძველი ბანიანი სახლი სადაც ქართული ფილმი " შეხვედრა მთაშია გადაღებული". გზად მოსახლეობისაგა მოვისმინეთ ისტორიები იმ სოფლების შესახებ რომელიც ვერ მოვინახულეთ:( ხახმატი, ლებაის კარი,ქისტანი, გურო)
მეოთხე დღეს დავბრუნდით თბილიში ინფორმაციითა და შთაბეჭდილებით დახუნძლულები.
4.მონაწილეთა ასაკი:16წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სკოლაში ავაკეთებთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას, სადაც გამოვიყენებთ ფოტო და ვიდეო მასალას.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიქმნება შეიქმნას : ჩვენი მოგზაურობა და პროექტზე მუშაობა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის.აიმაღლეს ცოდნა და ჩამოუყალიბდათ გემოვნება, ისწავლეს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება.გააზრება, გაანალიზება, გაათვითცნობიერეს გუნდური მუშაობის დადებითი მხარეები.
8.სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნა უამარავი მასალა, რომელიც შემდგომ სხვა მოსწავლეებსაც გამოადგებათ თუ მოისურვებენ ხევსურეთის გაცნობას.
9.სამუსაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან. 190-საჯარაო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები.
11.საგნებთან, საგნობრივ, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფი-ისტორია-ბიოლოგია.
12.პროექტის ფასილიტატორი: მზია ხუციშვილი- 190 სკოლა.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mziaxucishvili@gmail.com
14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:http://mziaxucishvili.blogspot.com/